пятница, 16 ноября 2018 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

დასრულდა ჩვენი საინტერესო ტრენინგის კურსი.ვნახეთ მონაწილეთა დამზადებული პროექტები,  ლამაზი და საინტერესო პრეზენტაციები იქნა წარმოდგენილი, ერთმანეთს შეუფასეთ ნამუშევრები.
დიდი მადლობა ჩვენ პროფესიონალ , კეთილსა და გულისხმიერ ტრენერს!

суббота, 10 ноября 2018 г.

ტრენინგის მერვე დღე

დღეს ვისაუბრეთ, თუ როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში.
დავასრულე ფასილიტაციის პრეზენტაციის მომზადება.
გადავხედე ყველა შექმნილ მასალას და ჩემი პროექტი გამოვაქვეყნე ბლოგზე.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

пятница, 9 ноября 2018 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს ვიმუშავე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის მომზადებაზე და ავტვირთე ბლოგზე..გავეცანი დიფერენცირებული სწავლების მეთოდებს. შევიტანე გარკვეული ცვლილებები პროექტის გეგმაში.   

пятница, 2 ноября 2018 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღეს განვიხილეთ საავტორო უფლებების და მათი სამართლიანი გამოყენების წესები.
ვიმუშავეტ ინტერნეტიდან ინფორმაციებისა და სურათების გადმოტვირთვაზე.
საკუთარ ბლოგზე გამოვაქვეყნე პორტპოლიოს პრეზენტაცია.